სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" კაპიტალის 100%–იანი წილის გასხვისების მიზნით

19 სექტემბერი, 2019
სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ (ს/კ 404957338) (შემდგომში „საზოგადოება“) 100%–იანი წილის (შემდგომში „წილი“) გაყიდვის მიზნით.

საზოგადოების საკუთრებაშია გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარის ელექტროსადგურის ქუჩის მიმდებარედ, ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომელიც მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, სიმძლავრის მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ.სთ–ია.
ელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში.

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის შესახებ არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა.

1. განცხადება და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ (თანდართული ფორმით).
2. აუქციონში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცნობის საფასური – 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაინტერესებული პირის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი, ელ. ფოსტა)
4. დაინტერესებული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი წარმომადგენლის მეშვეობით მოქმედებს)
5. სააუქციონო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირისგან დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე დაინტერესებულ პირთან გაფორმდება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემა.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა დამატებით არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა უნდა წარმოადგინონ:

1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმართ არსებული სესხის წინსწრებით გადახდის ან სესხის შენარჩუნებისა და „პროექტის ხელშეკრულებებით“ გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამყიდველების განთავისუფლების შესახებ შესაბამისი მითითებით (თანდართული ფორმით).
2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია – 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობთ, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15%–ს. გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 2 თვის ვადით უნდა აღემატებოდეს მყიდველის მიერ ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადას.
3. ინფორმაცია დაინტერესებული პირის შესახებ:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ა.ბ) წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი)
ბ.ბ) წესდება
ბ.გ) საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ.დ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ საზოგადოების მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ.ე) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ დაინტერესებული პირის ქონებაზე საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
ბ.ვ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ დაინტერესებული პირის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
ბ.ზ) დაინტერესებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.
ბ.თ) დაინტერესებული პირის მმართველობის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის აუქციონში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
4. მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მომზადებული/გაცემული უნდა იყოს აუქციონის გამოცხადების შემდეგი თარიღით და უნდა იყოს სათანადო წესით დამოწმებული (სანოტარო წესით/ ლეგალიზაცია/აპოსტილი).
5. სააუქციონო კომისიის მიერ დადგენილი განაცხადების მიღების ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ მიიღება.
6. სააუქციონო კომისია შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში აცნობებს დაინტერესებულ პირებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის აუქციონის პირობებთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და არასათანადო ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი არ დაიშვება აუქციონზე.

აუქციონის ჩატარების ადგილი – აუქციონი გაიმართება 2019 წლის 15 ნოემბერს, გამყიდველების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, ქ. თბილისში.
წილის საწყისი ღირებულება -14,250,000 (თოთხმეტი მილიონ ორასორმოცდაათი ათასი) დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

ბიჯი – 150,000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.
გამარჯვებულის გამოვლენა – აუქციონზე გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ზეპირი ვაჭრობის შედეგად შემოთავაზებული უმაღლესი ფასის გათვალისწინებით.

აუქციონში მონაწილეობის სარეგისტრაციო საფასური გადახდილ უნდა იქნეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე თანხის ჩარიცხვის გზით:
მიმღები – შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“
ს/კ 404957338
მის: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #8,
საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
საბანკო ანგარიში:
ა/ა GE65TB7647636030100001

აუქციონთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოწოდებულ უნდა იქნას შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ადმინისტრაციულ ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #8, მე–4 სართ.
აუქციონთან დაკავშირებული კითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საზოგადოების კუთვნილ ელექტრონულ ფოსტაზე: auction@gedf.com.ge; ტელ: +995 555 777 279;

აუქციონის ჩატარების წესი

შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ

საბანკო გარანტიის ფორმა

განცხადება

თიზერი