საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება
09 აგვისტო, 2019
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაციაში ორკვირიანი სტაჟირება გაიარეს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა.
სტაჟირების ფარგლებში დაგეგმილი იყო, როგორც სემინარები, ასევე გასვლითი ღონისძიებები. სემინარებზე განხილული იყო კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.
სტუდენტებმა გასვლითი ვიზიტები განახორციელეს სამგორის სათაო ნაგებობასა და სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე, სადაც ისინი გაეცნენ საწარმოო პროცესებს და დაგეგმილ სამომავლო სამუშაოებს.
გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ ტერიტორიაზე სტუდენტური ტური მოეწყო. ადგილობრივმა სპეციალისტებმა, სტუდენტებს დაათვალიერებინეს გაზის კომპრესორების სადგურები, გაზის ტურბინები, წყლის გასუფთავებისა და გაგრილების სისტემები, ლაბორატორია, თბოსადგურის კონტროლისა და მართვის სისტემები.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნენ.
სტაჟირების ბოლოს კორპორაციაში შემაჯამებელი სესია გაიმართა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გია ბახტაძემ, სტუდენტებს სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით სერტიფიკატები გადასცა.