მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-აბაშის მონაკვეთის პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა

19 სექტემბერი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის  მესამე ეტაპის ფრაგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვები მოაწყო.
 
განხილვები სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გაიმართა და მათ  თვითმმართველობებისა და კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. 
 
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ეტაპი ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
 
მშენებლობისა და გზშ-ის ნებართვის მისაღებად ანგარიშები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წელს წარედგინება.