კორპორაცია 4770 ტონა ნავთობს ყიდის
22 ივნისი, 2015
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის საერთო რაოდენობა შეადგენს 4770 ტონას და შედგება ორი ლოტისგან. კერძოდ: I ლოტად გამოტანილია 420 ტონა Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობი, მიწოდება EXW (incoterms 2010) პირობით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. II ლოტად გამოტანილია 4350 ტონა Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობი, მიწოდება EXW (incoterms 2010) პირობით, გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალასა და სოფელ გამარჯვებაში.
კორპორაცია აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
აუქციონის მონაწილეებს შორის ორივე ლოტის შემთხვევაში ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 6.7 აშშ დოლარის მიმართ (ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე) სავაჭრო 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი აუქციონის კონკრეტული ლოტის პირობებზე თანხმობის და მონაწილეობის თაობაზე კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 26 ივნისამდე