კორპორაციამ "ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტისათვის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადა
23 მაისი, 2008
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ "ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის II ფაზის" ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადა. მიმდინარე წლის 27 ივნისს კორპორაციაში ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.
"ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის II ფაზა" "საქართველოს ათასწლეულის ფონდის" თანადაფინანსებით ხორციელდება.
"საქართველოს ათასწლეულის ფონდი " ენერგო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 49,5 მლნ. დოლარის ღირებულებისაა და 3 წელიწადზეა გათვლილი. მისი განხორციელება 2006წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდება.
ჩრდილოეთ-სამხრეთ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციაპროექტის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის ღირებულებაც 44,5 მლნ აშშდოლარს შეადგენს. გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდადა 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება დასაქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ).
გაზსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის.