კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა
09 აგვისტო, 2015
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.
კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზს ჯამში 2 000 000 კუბური მეტრის მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე, სოფელ პატარძეულში არსებული საზომი პუნქტიდან.
აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 კუბურ მეტრ გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის 275 (დღგ-ს გარეშე) აშშ დოლარის მიმართ, სავაჭრო 5 (ხუთი) აშშ დოლარის ბიჯის გაზრდით.
აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს 50 ლარი აუქციონში მონაწილეობის ბილეთის შესაძენად.
აუქციონი ჩატარდება 2013 წლის 14 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში.