კორპორაციამ გაზგამანაწილებელი სადგურის მონტაჟზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
23 აგვისტო, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გამანაწილებელი სადგურის შესყიდვასა და მონტაჟზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. კორპორაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.
გაზგამანაწილებელი სადგურის მონტაჟი და მოწყობა იგეგემება "სენაკი-ფოთის" მაგისტრალური გაზსადენის 24-ე კილომეტრზე. გაზგამანაწილებელი სადგურის საშუალებით მაგისტრალური გაზსადენიდან 700 მმ-იანი მილებით გაზი ფოთის ინდუსტრიული ზონას, ფოთის მოსახლეობასა და სხვა მომხმარებლს მიეწოდება.
ტენდერში მონაწილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ გაზგამანაწილებელი სადგურის ტექნოლოგიურ-ეკონომიკური სქემა დეტალური აღწერით, საბანკო გარანტია შემოთავაზებული ფასის 1%-ის ოდენობით. სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადაიხახდონ ტენდერში მონაწილეობის 500-ლარიანი მოსაკრებელი.
კონტრაქტორმა აუცილებლად უნდა დაამონტაჟოს სარეზერვო აკუმულატორული ბატარეი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გგს-ის მართვის სისტემის დაგაზიანების კონტროლი და გაზის კომერციული აღრიცხვისთვის კვების მოწყობილობა. აკუმულატორული ბატარეის ტევადობა უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის უწყვეტ ელექტრო მომარაგებას 24 საათის განმავლობაში.
შესყიდვა არ გულისხმობს გგს-ის ტერიტორიის შემოღობვას, მოედნის მოწყობას და მეხამრიდებით აღჭურვას, მაგრამ კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს გგს-ის ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის, ობიექტზე არსებული რკინაბეტონის ფილებით, ფუნდამენტის მონტაჟი.
წინადადებები მიიღება ნავთობისა და გაზის კორპორაციაში 2011 წლის 22 სექტემბრიდან 2011 წლის 27 სექტემბრის 18.00 საათამდე.წინადადებები გაიხსნება 2011 წლის 27 სექტემბერს, 18:00 საათზე.
ტენდერისათვის გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 420 000 აშშ დოლარს.