სნგკ-მ მდინარე ნატანებზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია დაიწყო
04 თებერვალი, 2014
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ მდინარე ნატანებზე, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია დაიწყო. სამუშაოებს კორპორაციის დაკვეთით შპს ″გეოლოდი″ აწარმოებს.
საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 46-ე კმ-ზე.
მდინარე ნატანებზე წყალდიდობების შედეგად მდინარის კალაპოტმა გადაიწია მარჯვნივ და 2013 წლის აგვისტოში გაწყვიტა გაზსადენის წყალქვეშა მონაკვეთი. ამას მოჰყვა მილსადენის საყრდენებიდან გადაგდება. მნიშვნელოვნად არის წარეცხილი არსებული საჰაერო გადასასვლელის საყრდენები. შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია გადასასვლელის რეკონსტრუქციის აუცილებლობა. ამჟამად გაზის მიწოდება ავარიის შემდეგ აღდგენილი დროებითი მილსადენით ხორციელდება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.