კორპორაციამ ნავთობის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა
10 თებერვალი, 2015
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ Georgian Light და Georgian Heavy ტიპის 21 000 ტონამდე ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხოს 50 000 აშშ დოლარი ან ამ თანხის ექვივალენტური ოდენობა ლარებში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ
წარმოდგენილი დისკაუნტის - 8.9 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 12 მარტამდე.