“წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500 მმ დიამეტრის 24 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
24 აპრილი, 2014
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500მმ დიამეტრის 24 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი 1978 წელს აშენდა. აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა. შესაბამისად გადაწყდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის წითელი ხიდი-მარნეულის მონაკვეთზე ახალი გაზსადენი აშენდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 4.130.000.00 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი კორპორაციაში 2014 წლის 14 მაისამდე უნდა წარმოადგინონ.