საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს
08 ივნისი, 2022
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დაინიშნა, რომელიც, ამ დრომდე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. გენერალური დირექტორის პოსტზე მან გიორგი ბახტაძე შეცვალა.
გიორგი ჩიქოვანს ენერგეტიკის სფეროში საექსპერტო და ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 2020 წლიდან იგი იკავებდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. სხვადასხვა წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე და ა.შ.
მოპოვებული აქვს გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო მარკეტინგში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებული.
ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.