საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევროობლიგაციები განათავსა

14 მაისი, 2012
ლონდონის საფონდო ბირჟაზე კორპორაციის დებიუტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარმატებული უწოდა. ”ესაა დიდი წარმატება საქართველოს ეკონომიკისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ”ფაინენშელ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


ფასიანი ქაღალდის თავდაპირველი საპროცენტო განაკვეთი 7.50–7.75%–ს შეადგენდა. იმის გამო, რომ კორპორაციის ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას ოთხჯერ გადააჭარბა, განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა და 7,125% შეადგინა.


ობლიგაციების განთავსებიდან მიღებული თანხა კორპორაციის პროექტზე - „ნამახვანჰესის" მშენებლობაზე იქნება მიმართული.