გიორგი ჩიქოვანი ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის ხელმძღვანელობას შეხვდა
28 სექტემბერი, 2022
ეგვიპტეში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომერციულ დირექტორთან, ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად, ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორს მაგდი გალალსა და თავმჯდომარის მოადგილეს, იასენ მუჰამედ აჰმედს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა წარმოადგენდა.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ენერგეტიკის სფეროს პერსპექტივებზე, მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დღის წესრიგში მდგარი საკითხები მიმოიხილეს და საჭიროებებითაც დაინტერესდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის შეფასებასა და ახლო და შორეული მომავლის გეგმებს. „ეს შეხვედრა პირველია ქართულ და ეგვიპტურ გაზის კომპანიებს შორის და შესაბამისად, იგი მეტად მნიშვნელოვანია. ეგვიპტე მდიდარია გაზის რესურსებით და ახორციელებს როგორც ბუნებრივი გაზის, ისე გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტს. გაზის ექსპორტის გარდა, აღნიშნული ჰოლდინგი აგრეთვე დაკავებულია ახალი საბადოებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირებით. ბუნებრივია, მათთან თანამშრომლობა პერსპექტიულია ჩვენი ქვეყნისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გაზის მოწოდების დივერსიფიკაციისთვის “, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
შეხვედრის ბოლოს გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.