გიორგი ჩიქოვანმა ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრები გამართა
24 იანვარი, 2024
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორი ბოდო შმიულინგი და კორპორაციაში შექმნილი მწვანე ენერგიის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები.
შეხვედრაზე მწვანე წყალბადის საწარმოს მშენებლობისა და მწვანე ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და იურიდიული საკითხი განიხილეს. პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, უკვე შერჩეულია ტერიტორია, სადაც განთავსდება წყალბადის საწარმო, ე. წ. ელექტროლაიზერი. ასევე შედგენილია მწვანე წყალბადზე მომუშავე საავტობუსე მარშრუტები.
გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, პროექტში მონაწილე გერმანელი ექსპერტები შეიმუშავებენ ელექტროლაიზერის ტექნიკურ პარამეტრებს, განსაზღვრავენ მის სიმძლავრეს, ასევე გაკეთდება პროექტის 3D მოდელირება. მისი თქმით, კვლევის დასრულების შემდეგ განისაზღვრება, რა წარმადობის წყალბადის საწარმო იქნება საჭირო ბათუმისთვის.
შეხვედრის შემდეგ, გიორგი ჩიქოვანი ბათუმის ინდუსტრიულ ზონას ეწვია, სადაც მომავალში მწვანე წყალბადის საწარმო ასევე, ავტობუსების სატუმბი და წყალბადის შემნახველი სადგურები განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ მწვანე წყალბადის განვითარების პროექტი, საწყის ეტაპზე, ქალაქ ბათუმში წყალბადის საწვავზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვას გულისხმობს. შესაბამისი შეთანხმება მოიცავს როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმოს, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვის განვითარებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანულ-ქართული მთავრობის მოლაპარაკებების კვირეულის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორს, ბოდო შმიულინგს შორის ივნისში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.