გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს
28 ოქტომბერი, 2014
მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 25კმ სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს და სამუშაოების 30.8 %-ია შესრულებული.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებილი კომპანია „კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს. ამ დროისათვის გაზსადენის დერეფანში მიმდინარეობს ტრანშეას გაითხრა, მილების შედუღება-რადიოგრაფია და იზოლაცია. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 7 თვის ვადაში დაასრულდება.
კონტრაქტის ღირებულება 3 მილიონ 850 ათას ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით.
პროექტის განსახორციელებლად „კომფორტმშენ XXI“-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილები და სხვა სამშენებლო მასალები გადასცა.
„წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი“ 1978 წელს აშენდა და გაზით სამხრეთ საქართველოს ამარაგებს. ბოლო წლებში აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა, რადგან დაფიქსირებული იყო გაზის გაჟონვები. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენი აშენდება.