გაზსადენის “წითელი ხიდი-მარნეულის’’ მონაკვეთის მშენებლობა იწყება
18 ივნისი, 2014
სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500მმ დიამეტრის 24 კმ-იან მონაკვეთს კომპანია „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს. მშენებელ კომპანიასა და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის 17 ივნისს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 3 მილიონ 850 ათას ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით.
გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი ძალაში დღეს შევიდა. კონტრაქტორი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში დაასრულოს.
პროექტის განსახორციელებლად „კომფორტმშენ XXI“-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილებსა და სხვა სამშენებლო მასალებს გადასცემს.
„წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი“ 1978 წელს აშენდა. აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა. შესაბამისად გადაწყდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენი აშენდება.