გაზმომარაგების სისტემის ტექნიკური დივერსიფიკაციის მიზნით მდინარე მტკვარზე საჰაერო მილსადენი შენდება
24 სექტემბერი, 2007
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით მიმდინარეობს. მშენებლობას კორპორაციის შვილობილი - გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. გარდაბნის რაიონში მდინარე მტკვარზე გაკეთდა ახალი ხიმინჯები და 1,3 კმ სიგრძის საჰაერო მილსადენი. მშენებლობა დეკემბრის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც საჰაერო მილსადნი ახლადაშენებულ მაგისტრალურ გაზსადენს, გარდაბანი-ნავთლუღის 30-კილომეტირან მონაკვეთს, შეუერთდება.
პარალელურად გაზის ტრანსპორტირების კომპანია მტკვარზე უკვე არსებული მეორე საჰაერო მილსადნის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პარალელურად გაზის ტრანსპორტირების კომპანია მტკვარზე უკვე არსებული მეორე საჰაერო მილსადნის რეაბილიტაციას ახორციელებს.