სომხეთში გაზის ტრანზიტი საღამოს აღდგება
09 აგვისტო, 2013
სომხეთში საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტი დღეს, საღამოს 18:00 საათისთვის სრულად აღდგება.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, სომხეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე სამუშაოების გამო სომხეთში გაზის ტრანზიტი 8 აგვისტოს შეწყდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ”არმროსგაზპრომის” წარმომადგენლებმა გაზსადენზე გაზის 6 ონკანი შეცვალეს.
საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შექმნია.