სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგა

26 აპრილი, 2013
რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგენილია. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, გარდაბნის მონაკვეთზე მილის დაზიანების გამო, 25 აპრილს დილით შეწყდა.

დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები გაზსადენის ოპერატორმა ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” აწარმოა.
სომხური მხარე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმირებული იყო.