გარდაბანში გაზის გამანაწილებელი სადგური გაიხსნა
20 დეკემბერი, 2007
დღეს გარდაბნის გაზის გამანაწილებელი სადგური გაიხსნა. გაზის გამანაწილებელი სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა რეგულატორები, ფილტრები, ონკანები, აღრიცხვის კვანძები. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, გაზის საბითუმო მომხმარებელი ბუნებრივ აირს დივერსიფიცირებულად მიიღებს.
გაზის გამანაწილებელი სადგურის რეაბილიტაცია ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახსრებით განხორციელდა.
გაზის კომერციული დივერსიფიკაციის შემდეგ აუცილებელი გახდა მისი ტექნიკური დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ქვეყნის გაზით მომარაგებას. გაზგამანაწილებელი სადგურის რეაბილიტაცია სწორედ გაზის განაწილების სისტემის ტექნიკურ დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად.
გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურიდან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე, შაჰ-დენიზის საბადოდან იმპორტირებული გაზის განაწილება ხდება. შესაძლებელია მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება ამ სამი წყაროდან დამოუკიდებლად, ასევე, მისი შერევა.
აღნიშნული სადგური გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურების უწყვეტ სტაბილურ გაზმომარაგებას შეუწყობს ხელს.