გარდაბნის თბოელექტროსადგურისათვის ორთქლის კონდენსატორი ჩამოვიდა
04 ნოემბერი, 2014
გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისათვის ორთქლის კონდენსატორი ჩამოვიდა.
“შკოდას“ ფირმის კონდენსატორის ფოთიდან გარდაბნის თბოელექტროსადგურში ჩატანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ტრანსპორტირება ძირითადად ღამის საათებში ხორცილდებოდა, ტვირთის დიდი მოცულობის გამო ტარანსპორტირებისას გზის გათავისუფლება და გზაგამტარის ასაქცევი გზების მოწყობა გახდა საჭირო.
გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლისთვისაა დაგეგმილი. თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე „General Electric“-ის გაზის ტურბინები დამონტაჟდა. თბოელექტროსადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კილოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, იგი უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით მომარაგებას.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ კომპანიის 51%-ს, ხოლო საპარტნიორო ფონდი - 49% ფლობს. თბოელექტროსადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ“ ახორციელებს.