გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა ოფიციალურმა პირებმა მოინახულეს
01 ოქტომბერი, 2014
გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ენერგეტის მინისტრმა, კახა კალაძემ, საპარტნიერო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა მოინახულეს.
გაზის ტურბინების მონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ძირითადი აგრეგატებისთვის საძირკვლის მომზადების სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონ-კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობების მშენებლობა. მშნებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
თბოელექტროსადგურის მშენებლობას, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს. სადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გარდაბნის თბოელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია და მას "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და საპარტნიორო ფონდი აფინანსებს. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - "ÇALIK ENERJİ" ახორციელებს.