გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის განვითარების ხელშეკრულებათა პაკეტს ხელი მოეწერა
29 სექტემბერი, 2016
2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს" შორის, გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) ხელშეკრულებას.
ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს და ჩინურ კომპანია „China Tianchen Engineering Corporation (TCC)“-ს შორის გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების, შესყიდვისა და მშენებლობაზე (Engineering, Procurement, Construction).
ზემოაღნიშნულ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო სექტორის მდგრადობისთვის და წარმატებული განვითარებისთვის. როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრე მთლიანად ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდის მოხმარების სრული მოცულობით დაკმაყოფილებას. ამას ემატება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოხმარების სტაბილური ზრდა. საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის მიხედვით მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს წარმოადგენს.
China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა და ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო China Tianchen Engineering Corporation (TCC) - მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჟიუიან ვანგმა.
კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად მოხდება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით და ჩინური ბანკებიდან მოზიდული სახსრებით.
სს ,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს ნავთობის და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელობა განეკუთვნება. კომპანია ერთერთი მთავარი მონაწილეა საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე, აქტიურად არის ჩართული ელექტრო ენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ტარნსპორტირებასა და ლოგისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში. სს ,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. სს ,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.