გარდაბნის თბოელექტროსადგური გაიხსნა
22 ივლისი, 2015
გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გაიხსნა.
როგორც გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და მეტად დამოუკიდებელს გახდის მის ენერგოუსაფრთხოებას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ტანერ ილდიზი, ÇALIK ENERJİ-ს დამფუძნებელი აჰმედ ჩალიკი, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე,
"გარდაბნის თბოსადგურის პროექტი არის უნიკალური. რადგან თბოსადგურის მშენებლობისთვის ფინანსური სახსრები მოზიდული იქნა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების მეშვეობით და ეს მოხდა მთლიანად ქართული კომპანიის "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ", -აღნიშნა სნგკ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა ოფიციალური პირები, დაათვალიერეს თბოელექტროსადგური და ქსელში მის გაშვებას დაესწრნენ.
პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყო და 1.5 წელიწადში წარმატებით დასრულდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 230 მილიონ აშშ დოლარს. ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ, მისი მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა.
თანამედროვე ტიპის თბოელექტროსადგური მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და აბალანსებს ქვეყნის შიგნით ენერგომიწოდებას.