განცხადება გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებების შესახებ
08 ოქტომბერი, 2013
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც განსაზღვრავს და ამტკიცებს გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით შემდგომ განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალებს.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის - შპს ,,გარდაბნის თბოსადგურის“ წილები სს „საპარტნიორო ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მფლობელობაშია, სადაც სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს საკონტროლო პაკეტს წილთა 51% ის ოდენობით.
პროექტის გადახედვის შედეგად, მისი ღირებულება შეადგენს 220 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2015 წელს.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა მთლიანად დაფინანსდება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, ევროობლიგაციებიდან მიღებული თანხით.
ამ განკარგულების საფუძველზე პროექტის დაფინანსება განხორციელდება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გრძელვადიანი სესხის მეშვეობით, დაახლოებით 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი თანხა, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფილი იქნება სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ შპს ,,გარდაბნის თბოსადგურის“ კაპიტალში შენატანების მეშვეობით.