სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა
10 მარტი, 2015
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ არსებული რეიტინგი დაადასტურა და სტაბილური პროგნოზი (stable outlook) პოზიტიურით (positive outlook) შეცვალა. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ აქვს სახელმწიფოსთან გათანაბრებული რეიტინგი, რაც ქართული კომპანიებისთვის მაქსიმალურად შესაძლებელი რეიტინგია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები 6.875%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
კორპორაციის განცხადებით, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორაციის დადებითი იმიჯისთვის, მისი პოზიტიური ისტორიის შესაქმნელად, რაც მომავალში არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის კორპორაციას, არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე რესურსების მოზიდვას.