ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2013 გაიხსნა
26 მარტი, 2013
სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს XII საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2013 გაიხსნა.
კონფერენცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. კონფერენციას მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა .
”ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ენერგეტიკული კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც უკვე მე-12 წელია ტარდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნავთობის, გაზის და ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხარდაჭერით ტარდებოდა და კორპორაცია კვლავ გააგრძელებს მხარდაჭერას. იმედს გამოვთქვამ, რომ ენერგეტიკული კონფერენციის საშუალებით კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები ადგილობრივ და ინვესტორ კომპანიებს შორის”, - აღნიშნა თვალაბეიშვილმა
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას სპეცილური სტუმრის სტატუსით უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკიც იღებს.
კონფერენციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი და სექტორში მომუშავე კომპანიები ესწრებიან.
XII საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2013 ხვალ დასრულდება.