ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კორპორაციის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილით გამორჩეული ადამიანები, მათ შორის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა, მინისტრის მოადგილესა და სხვა ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმაც მიიღო, რომელმაც ნომინანტებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გაწეული შრომისთვის, ჯამში, 86 პროფესიონალი დაჯილდოვდა.
დაჯილდოებულებს შორის ნავთობისა და გაზის კორპორაციის ექვსი თანამშრომელია: საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საინჟინრო კვლევების სამსახურის ინჟინერ - გეოლოგი თამაზ ალიბეგაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან ენდელაძე, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გორგასლიძე, კომერციული დეპარტამენტის ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურის ნავთობის მომზადების ინჟინერი ჯაბა ლომიძე, ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ოპერატიულ-საინფორმაციო საკითხებში ავთანდილ ვარდიძე და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქეთევან ნიკოლაძე.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებას წარედგინა პრეზენტაციაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც დარგისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ემსახურებიან.
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე, საქართველოში, ყოველი წლის 10 სექტემბერს, უკვე ოცი წელია აღინიშნება. ღონისძიება, წელს, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა. საღამოს ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.