საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია
27 სექტემბერი, 2021
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, კორპორაციის დირექტორის, გიორგი ბახტაძის ხელმძღვანელობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნავთობ-კომპანიის (ENOC) სათაო ოფისს, ქალაქ დუბაიში, საქმიანი ვიზიტით ეწვია.
ვიზიტი, რომელიც ENOC-ს ოფიციალური მოწვევით შედგა, დატვირთული აღმოჩნდა. მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრობლობის პერსპექტივები. ორმხრივი კონსულტაციების დროს, გიორგი ბახტაძის მხრიდან, ხაზი გაესვა სამხრეთკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის როლს ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში და ასევე - სამომავლო სავაჭრო-კომერციული გარიგებების პერსპექტიულობას ცენტრალური აზიის რეგიონიდან (საქართველოს გავლით) შავი ზღვის აუზში ნავთობისა და ნავთობრპოდუქტების ახალი ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.
ENOC-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შეიხ საიფ ჰუმაიდ ალ ფალასიმ მზადყოფნა გამოთქვა არაბულ და ქართულ ეროვნულ კომპანიებს შორის სამომავლო სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობის უფრო დეტალურ შესწავლასთან დაკავშირებით. მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების კუთხით. ბატონი ალ ფალასი უშუალოდ გამოვიდა ინიციატივით მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც კომერციული თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების ძირეულ ანალიზს გააკეთებს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა მის აღმატებულებას მასპინძლობისა და კონსტრუქციული სამუშაო ფორმატის შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში, საქართველოში, ENOC-ს ხელმძღვანელობის საპასუხო ვიზიტის განხორციელების იმედი გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრათა რაუნდი საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიის შვილობილ კომპანია DRAGON OIL-ის ტოპ მენეჯმენტთანაც გაიმართა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და DRAGON OIL-ის ხელმძღვანელმა, ალი ალ ჯარვაანმა რეგიონში არსებული ვითარება დეტალურად მიმოიხილეს და სამომავლო საექსპორტო მოცულობების კავკასიურ დერეფანში გადმომისამრთების პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ერთობლივი სატრეიდერო გარიგებების სარგებლიანობას, შავი ზღვის აუზში თურქმენული წარმომავლობის ნავთობისთვის რეალიზაციის გრძელვადიანი პოზიციების შექმნისა და მდგრადი სატრანსპორტო ნაკადების დამკვიდრების სტრატეგიულ მნიშვნელობას.
დუბაიში ვიზიტის განმავლობაში, ქართული დელეგაციის წევრებმა შესაძლებლობით ისარგებლეს და ENOC-ის ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი მიწვევით სპარსეთის ყურის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენა-ფორუმზე SPE Annual Technical Conference and Exhibition (ATCE) მონაწილეობა მიიღეს.