ბაქოში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია გაიხსნა
02 ივნისი, 2009
ბაქოში დღეს საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია - "ნავთობი და გაზი, კასპიის ნავთობგადამუშავება და ნავთობქიმია" გაიხსნა. კონფერენციის პარტნიორია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ოფიციალურ მხარდაჭერას კი კონფერენციას აზერბაიჯანის მრეწველობის და ენერგეტიკის სამინისტრო და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომაპანია უწევს.
კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს გამოფენა, სადაც 30-მდე ქვეყნის 400-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციის დაწყებამდე გამოფენა დაათვალიერა. ის იმყოფებოდა საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის სტენდთან და ნახა ვიდეო რგოლი, სადაც მაგისტრალური გაზსადენების მართვის ფარი იყო წარმოდგენილი.
მართვის ფარი რეგიონში პირველია და მაგისტრალური გაზსადენების მართვისა და მონიტორინგის კომპიუტერიზებულ სისტემას წარმოადგენს. ცენტრალურ სადისპეტჩეროში დამონტაჟებული მართვის სისტემით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ მომენტალურად დააფიქსირონ საქართველოს ნებისმიერ მონაკვეთში მილსადენში არსებული წნევა.
მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 4 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობს 450 დელეგატი მსოფლიოს 23 ქვეყნიდან. მონაწილეებს შორის არიან BP, ITOCHU, OMV, Gas International GMBH, SOCAR, StatoilHydro ASA, Total, TRAO.