აზერბაიჯანში წარმომადგენლობის გახსნა
23 მარტი, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აზერბაიჯანში წარმომადგენლობა გახსნა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელად აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ გუმბერიძე დაინიშნა.
ზურაბ გუმბერიძე აზერბაიჯანში კოორდინაციას გაუწევს და მოამზადებს საქმიან შეხვედრებს აზერბაიჯანული გაზის მომწოდებელ კომპანიასთან. აწარმოებს პირველად მოლაპარაკებებს და ტექნიკურ შეხვედრებს პარტნიორ კომპანიებთან. შეაფასებს მოწოდებულ წინადადებებს და მიაწოდებს კორპორაციის ხელმძღვანელობას ინფორმაციას მომწოდებელი კომპანიების შესახებ.