„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოება

12 თებერვალი, 2016
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსის მიზანი სამი საუკეთესო გუნდის გამოვლენა იყო საქართველოს მასშტაბით, რომელთაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.

სნგკ-მ ინოვაციის კონკურსის ფინალში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდა გამომგონებლებმა ლაშა თელიამ, გიორგი ჯლანტიაშვილმა და ბექა აბულაშვილმა კატეგორიაში კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება - Universalmeter გაიმარჯვეს.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით.