ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

12 ივლისი, 2007
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ადმინისტრირებისა და ფინანსების საკითხებში მაიკლ რაიენი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.


ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტმა მოინახულა მაგისტრალური გაზსადენის, მენესოს სარეაბილიტაციო უბანზე მიმდინარე სამუშაოები. მას ასევე ოფიციალური შეხვედრები ექნება აშშ-ს ელჩ ჯონ ტეფტთან.