ათასწლეულის ფონდმა კორპორაციას 12 კილომეტრი მილი გადასცა
05 მაისი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ათასწლეულის ფონდმა დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც კორპორაციისათვის 12 კილომეტრი მილის გადაცემას ითვალისწინებს.
მშენებლობისთვის საჭირო მილები (12 კილომეტრი) კორპორაციისათვის ათასწლეულის ფონდმა შეიძინა. სულ 6,012,757.77 აშშ დოლარის ღირებულების მილებისა და მოწყობილობების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის გზით განხორციელდა.
როგორც ”ათასწლეულის ფონდის” აღმასრულებელმ დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა განაცხადა, ”ათასწლეულის ფონდი” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ოთხი წელია წარმატებით თანამშრომლობს.
"12 კილომეტრი სიგრძის მილებისა და სხვა მოწყობილობების შეძენა ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის (საერთო ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში განხორციელდა. კორპორაცია შეძენილ მილებს ნავთლუღი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობაში გამოიყენებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისათვის,"- აღნიშნა აბდუშელიშვილმა.
ათასწლეულის ფონდის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის (საერთო ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში 2006-2010 წლებში, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, წარმატებით განხორციელდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სამი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც მოიცავდა 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია-მშენებლობას. გარდა ამისა, მომზადდა მიწისქვეშა გაზსაცავის სრულმასშტაბიანი წინა-სამშენებლო კვლევა და სამშენებლო პროექტი. პროექტის განმახორციელებელი კომპანია იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განახორციელეს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა.