აშშ-ის ელჩმა მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
14 აპრილი, 2009
საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა დღეს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რუსთავის სარეაბილიტაციო უბანზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. ღონისძიებას დაესწრო ათასწლეულის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფრესნის რიდი, "ათასწლეულის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სრეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ათასწლეულის ფონდის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი 9 სხვადასხვა უბნის რეაბილიტაცია.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული ერთობლივი საწარმო ,,ნიუ ენერჯი-თბილისი-საქჰიდრო" (კონტრაქტის ღირებულება 8.7 მილიონი ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2009 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება.