AGRI-ს პროექტის მონაწილე ქვეყნების მინისტერიალის შეხვედრა
29 ივნისი, 2015
ბუქარესტში მიმდინარე წლის 24 ივნისს AGRI-ს გათხევადებული გაზის პროექტის მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო მონაწილე ქვეყნების პოზიცია პროექტის იმპლემენტაციასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო შედეგებსა და პროექტის დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები, რასაც AGRI-ს მონაწილე ქვეყნების მაღალჩინოსნებიც შეუერთდნენ.
მინისტერიალი რუმინეთის ენერგეტიკის, მცირე და საშუალო საწარმოთა და ბიზნესგარემოს მინისტრმა ანდრეი დომინიკ გერეამ გახსნა, რომლის განცხადებითაც პროექტის რეალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის გეო-პოლიტიკური განვითარებისთვის.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა ხაზი გაუსვა AGRI-ს პროექტის ეკონომიკურ და სოციალურ მნიშვნელობას და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მონაწილეებს აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, მის წვლილზე ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციაში და მიმდინარე ენერგოპროექტებზე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე და დაადასტურა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს პროექტის იმპლემენტაციას.
აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეთათვის პრეზენტაცია AGRI-ს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე გამართა ბრიტანულმა კომპანიამ PENSPEN.
შეხვედრის ფარგლებში შედგა სამუშაო სესიები, დისკუსიები პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე, მის იმპლემენტაციასა და AGRI-ს როლზე რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სამხრეთ დერეფნის, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონის BP-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო მერფის განცხადებით, AGRI-ს პროექტი „გაზის სამხრეთ დერეფნის“ კომპონენტად უნდა იქნას განხილული. მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო, ტექნიკური და ეკონომიკური დოკუმენტების შემუშავების აუცილებლობას მონაწილე ქვეყნებს შორის, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის ეფექტური იმპლემენტაცია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მიიღეს AGRI-ს პროექტის ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ხელმომწერნი AGRI-ს, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი „გაზის სამხრეთ დერეფნის“ ნაწილის მომავალი განვითარების მხარდაჭერას ადასტურებენ.