აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა
05 მარტი, 2015
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-აბაშის“ 700მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობას დაათვალიერეს.
აშშ-ის მთავრობის ინიციატივით „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ“ (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ე.წ. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზანდ ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
სნგკ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა აშშ-ის ელჩსა და ენერგეტიკის მინისტრს გაზის მილსადენის გამწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა ადგილზე დაათვალიერებინა და მისი მუშაობის პრინციპი გააცნო.
„ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ განხორციელდა 150კმ-მდე სიგრძის 700მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა. კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა. ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს პროექტი მყისიერი ეკონომიკური ეფექტის მომტანია; ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალი აბრეშუმის გზის ხელშეწყობის თვალსაზრისით. „თურქეთიდან ჩინეთამდე მდებარე ქვეყნებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში საქართველოს როლი განსაკუთრებულია", - აღნიშნა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია.