აჭარის რეგიონში გაზმომარაგება ხვალ აღდგება
06 აგვისტო, 2013
აჭარის რეგიონს გაზმომარაგება ხვალ, 7 აგვისტოს დღის განმავლობაში აღუდგება. მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ კვირას დაიწყო, თუმცა, ცუდი კლიმატური პირობების გამო, დაზიანების სრული ლიკვიდაცია მხოლოდ ხვალისთვის იქნება შესაძლებელი.
გურიის რეგიონში 4 აგვისტოს ამოვარდნილი ძლიერი შტორმის შედეგად, მდინარე ნატანებმა ქუთაისი-სოხუმის ქობულეთის განშტოების 44-ე კილომეტრზე გაზსადენი გააშიშვლა და გაწყვიტა. დაზიანების გამო გაზმომარაგება შეუწყდა აჭარის რეგიონს.