მაგისტრალური გაზსადენი “ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთის მშენებლობა 91% შესრულებულია
18 სექტემბერი, 2014
მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. სამშენებლო სამუშაოების 91% უკვე შესრულებულია.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია არსებული 500მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა.
„ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
„ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 710.27აშშ დოლარია. მშენებლობისთვის საჭირო მილებისა და სხვა მასალების შესყიდვა ცალკე კონტრაქტის ფარგლებში 2014 წლის დასაწყისში მოხდა.
მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი