“ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთზე სამუშაოების 68% შესრულებულია
04 ივლისი, 2014
მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 68% უკვე შესრულებულია, რომელთა შორისაცაა ტრანშეას გათხრა, მილების შედუღება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და აღდგენა, მიწის უკუჩაყრა, ჰიდროტესტირება და სხვა.
„ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
„ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარია. მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი მონაკვეთისთვის („გორი-ქარელი“ და „ზესტაფონი-ქუთაისი“) ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა.
მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.