2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენებით 38,3 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
17 იანვარი, 2012
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენებით 2011 წელს 38,3 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.
2011 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში 34,543 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. 2010 წელს იგივე მაჩვენებელმა 38,379 მილიონი ტონა შეადგინა.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 2011 წელს სუფსის ტერმინალში 3,817 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა. 2010 წელს აღნიშნული მარშრუტით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 3,985 მილიონი ტონა იყო.