230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე „General Electric“-ის გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო
11 ივნისი, 2014
12 ივნისს, ხუთშაბათს, 12:00-ზე მშენებლობის პროცესს დაათვალიერებენ მთავრობის წევრები, პარლამენტარები, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და შესაბამისი დარგის ექსპერტები.
საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თბოსადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო და დასრულებას 2015 წელს გეგმავს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია, რომელიც ფინანსდება ”საპარტნიორო ფონდისა” და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ“ ახორციელებს.