2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენებით 42,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
17 იანვარი, 2011
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენებით 2010 წელს 42,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.
2010 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში 38,379 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. 2009 წელს იგივე მაჩვენებელმა 38,271 მილიონი ტონა შეადგინა.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 2010 წელს სუფსის ტერმინალში 3,985 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა. 2009 წელს აღნიშნული მარშრუტით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,487 მილიონი ტონა იყო.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ექსპერტთა აზრით, ნავთობის ტრანზიტის შემცირება განაპირობა ეკონომიკურმა კრიზისმა და ცენტრალურ ევროპაში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ.