გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად სატენდერო წინადადებები 16-მა კომპანიამ წარმოადგინა
12 მარტი, 2015
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ღია საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის სურვილი 15 ქვეყნის 22-მა კომპანიამ გამოთქვა, თუმცა შემოთავაზება მხოლოდ 16-მა კომპანიამ წარმოადგინა.
მათ შორის: PSE Engineering Gmbg, Tractebel Enginereering S.A, Ramboll Oil & Gas A.S, TCC Tianchen Engineering Corp,China, Technip Germany Gmbh, Ckd Praha Diz, Triskel Energy Consultancy Ltd, “Oil Gas Scientific Research Projects” Institute, Enex Ukraine LLC, Basis E ngineering SRL, Geostock, Olimps Ltd., Xinjiang Petroleum Investigation Design and Research Institute (Co., Ltd.), Gazoprojekt Sa, Deloitte Financial Advisory S.r.l. და Trans-Service- ktt llc.
დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში შემოსული ტექნიკური წინადადებები გაიხსნა. შემფასებელი კომისია დეტალურად შეისწავლის და შეაფასებს შემოსულ ტექნიკურ წინადადებებს, რის შემდეგაც მხოლოდ იმ მონაწილეთა ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომელთა ტექნიკური წინადადებები გადალახავენ მინიმალურ ტექნიკურ შეფასების ზღვარს. გამარჯვებულად გამოცხადდება უმცირესი ფასის მქონე ფინანსური წინადადება.
გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოახდენს პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი პირობების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს განხილვები კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. დაგეგმილია, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება
ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს.