ფრონტერა უარს ამბობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს
07 მაისი, 2020
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის წინააღმდეგ აღძრულ დავასთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანის და სააგენტოს მიერ მითითებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ფრონტერას მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები.
სააგენტო და კორპორაცია ფრონტერას მხრიდან ელოდებიან ამ ტიპის განცხადებების ინტესივობის გაზრდას და წმინდა კომერციული დავის პოლიტიზირების მცდელობების გაგრძელებას, რაც მიზნად ისახავს ქართულ მხარეზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის განხორციელებას და დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანას.
საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტომ და კორპორაციამ ფრონტერას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესთავაზეს, რაზედაც კომპანიამ უარი განაცხადა.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფრონტერას შესაბამის ვალდებულებებს როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში და არ შეიძლება წარმოადგენდეს დისკუსიის საგანს. ფრონტერას მცდელობის მიუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა კორპორაციის და სააგენტოს პოზიცია, რომ ფრონტერას განცხადებები ნავთობისა და გაზის მოცულობების აღმოჩენის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დასტურდება, ტრიბუნალმა არალეგიტიმურად სცნო ფრონტერას მიერ ხელშეკრულების მის აფილირებულ კომპანიაზე ფრონტერა აშშ-ზე გადაცემის მცდელობაც.
საარბიტრაჟო პრეტენზიები, რომელიც კორპორაციისა და სააგენტოს მიერ იყო აღძრული, არ შეიცავდა მოთხოვნას საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. ასეთი მოთხოვნა ვერ იქნებოდა წამოყენებული, რადგან კონტრაქტის შეწყვეტისათვის აუცილებელია საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ არსებითი დარღვევის ფაქტის დადასტურება. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ცალსახად დაადგინა ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც, სააგენტომ კონტრაქტის შესაბამისი ნორმის საფუძველზე წარუდგინა ფრონტერას შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.
სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების თანახმად კონტრაქტი ავტომატურად შეწყდება მიმდინარე წლის 27 ივლისს მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში. ფრონტერა ვალდებულია, გამოიყენოს განსაზღვრული 90 დღე კონტრაქტის შეწყვეტის და სალიცენზიო ბლოკის დაბრუნებისთვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის მძიმე გარემოსდაცვითი მდგომარეობის გამოსასწორებლად.
სააგენტო და კორპორაცია აღარ აპირებენ ფრონტერასთან პოლემიკის გაგრძელებას და მიჰყვებიან კონტრაქტით გათვალისწინებულ შესაბამის პროცედურებს.