კორპორაციის საქმიანობა

კორპორაცია საქართველოს ენერგობაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ენერგორესურსებით უწყვეტი მომარაგება. 
 
კორპორაციის საქმიანობის მიმართულებებია ბუნებრივი გაზის იმპორტი და მაგისტრალური მილსადენების სისტემის გამოყენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე შვილობილი კომპანიების მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება.

კორპორაცია ახორციელებს ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტებას და მშენებლობას, ქმნის სათანადო ინფრასტრუქტურას, ავითარებს მას და უწევს ოპერირებას.




ჩვენი მიმართულებები

ბიზნეს მოდელი

ეფექტური და სტაბილური ბიზნეს მოდელი საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური ეფექტურად წარვმართოთ კორპორაციის ბიზნეს-საქმიანობა.
კორპორაციის საქმიანობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:
ბუნებრივი გაზის იმპორტი/მიწოდება;
ნავთობის მოპოვება/ტრანსპორტირება;
ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება.


გაიგეთ მეტი