თეიმურაზ გოჩიტაშვილი

განათლება

1964-1969 სამთო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი/ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1971-1974 მილსადენების ტრანსპორტირება/საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (ასპირანტურა);
1987-1988 მილსადენის ტრანსპორტირების საიმედოობა/მოსკოვის სამთო ინსტიტუტი (მეცნიერებათა დოქტორის სადისერტაციო შრომის თეზისი);
1996-1997 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული TACIS-ის სახელმწიფო მართვის კოლეჯი - საბაზრო ეკონომიკა და ფინანსური მენეჯმენტი;
1997 ენერგეტიკული პოლიტიკა, მენეჯმენტი და ფინანსირება გარდამავალი ეკონომიკის პირობებში/ოქსფორდის ნავთობისა და ენერგეტიკული კვლევების კოლეჯი;
2000 მაგისტრალური გაზსადენების ეკონომიკა და პოლიტიკა/ჰიუსტონის უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ინსტიტუტი (აშშ-ის თანამედროვე პრობლემების სტიპენდიების პროგრამა);
2005 უძრავი ინვესტიციები/ Hans Sachs Institute, School of advanced studies of MJ;
2008 მიწისქვეშა გაზსაცავის კურსი/გრონინგემის უნივერსიტეტი.


სამუშაო გამოცდილება

1969-2006 მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ნავთობ და გაზსადენების საიმედოობის სექტორის ხელმძღვანელი/საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტი;
1996-2000 მთავარი სპეციალისტი ენერგოსექტორში/საქართველოს პარლამენტი;
2000-2006 სამეცნიერო კოორდინატორი/ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო;
2001-2002 სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/ სს “თბილგაზი”;
2003-2006 დირექტორი ტექნოლოგიებისა და განვითარების დარგში/ შპს „ჯეოინჟინირინგი“;
2001-2006 ექსპერტ-კონსულტანტი/საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია;
2005-2006 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია;
2007-2013 წლებში თეიმურაზ გოჩიტაშვილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა (დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, კომერციული დირექტორი, გენერალური დირექტორის მრჩეველი).
2013 წლის იანვრიდან დღემდე თეიმურაზ გოჩიტაშვილი არის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თეიმურაზ გოჩიტაშვილი არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი; 200-ზე მეტი შრომის, მონოგრაფიის, ენერგეტიკული პროექტის, სამეცნიერო სტატიისა ავტორი.