მოპოვება

საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს კერძო კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში, ახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს და განკარგავს ნავთობის სახელმწიფო წილს.

საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად ხუთი ინვესტორი კომპანია ახორციელებს.