ახალი ამბები

13 აპრილი, 2018

სნგკ-მ „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ სნგკ-ს რჩეულები დააჯილდოვა. “წყლის ფარი“ გახდა  კორპორაციის მიერ გამოვლენილი  გამარჯვებული პროექტი. ეს არის ინოვაციური მოწყობილობა, რომლესაც დეკორატიული დანიშნულების გარდა აქვს იონიზატორის, ტენიანობის რეგულატორის, ჰაერის ელექტორსტატიკური ფილტრის ფუნქცია. “წყლის ფარის“ გამოყენებით შესაძლებელია დაბინძრებული ჰაერი, მივუახლოვოთ იონებით დაბალანსებულ ჰაერს. კორპორაციამ გამარჯვებული პროექტის მონაწილეებს: შორენა გუჯაბიძეს, დეა ილარიონოვს, მარინა გუჯაბიძესა და თეიმურაზ სიმონიშვილს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ საქართველოში პირველად 2014 წელს გაიმართა და ახალგაზრდებში ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო განათლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კონკურსი, საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდებს  შორის სამ საუკეთესო  გამოავლენს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ გამეგზავრება და NASA-ს კოსმოსურ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. წელს პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა.

კონკურსი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“  აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს  თანამშრომლობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.