ახალი ამბები

8 ივნისი, 2018

სნგკ-მ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტაჟირების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ( სნგკ),   სასტუმრო   ბილთმორში გამართულ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტაჟირების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს კვალიფიციური კომპანიები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებისთვის.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს: კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, სამოქალაქო ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და გარდაბნის თბოსადგურის  ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიგეგმა სტუდენტების ტური და სტაჟირების  საკითხის განხილვა.